„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
გაბიტაშვილი ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
„მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მის არჩევას მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი გაბიტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალურ სიაში შეიყვანა.
ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა გუშინ დატოვა. bm.ge-ის ინფორმაციით, ცოტნე ყაველაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ბრუნდება. ყაველაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წელს 7 წლის ვადით აირჩია.