გერმანია 40 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

პუბლიკა

BBC ადგილობრივ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გერმანია 40 რუს დიპლომატს ქვეყანიდან აძევებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბერლინი ასევე გაზრდის მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და  რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს.