გერმანია არავაქცინირებულებისთვის „ლოქდაუნს" აცხადებს | CNN

პუბლიკა

CNN -ის ინფორმაციით, გერმანია ხუთშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით არავაქცინირებული პირებისთვის „ლოქდაუნს“ აცხადებს.

გამოცემის ცნობით, უახლოეს თვეებში გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება და ამ გადაწყვეტილებს ლიდერების მხარდაჭერა უკვე აქვს.

წინადადება სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე გაეგზავნა პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში ის ძალაში შევა.

არავაქცინირებულ ადამიანებს არასასურსათო მაღაზიებით, რესტორნებით, მუზეუმებით, თეატრებით, სპორტული და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება შეეზღუდებათ.