გერმანია მომხრეა, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი გაუქმდეს - DW

პუბლიკა

გერმანია ევროკავშირს სთავაზობს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეჩერდეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს წინადადება შეიძლება გახდეს ხიდი ევროკავშირის ორ უკიდურეს პოზიციას შორის – იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ითხოვენ რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ შეწყვეტას და მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რაიმე სავიზო შეზღუდვას.

Deutsche Welle-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ექნებათ, გადაამოწმონ, რის საფუძველზე იყო წარდგენილი სავიზო განაცხადი და რა კავშირი აქვს რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში მოგზაურობა სურს, რუსეთის მთავრობასთან.