„გერმანია მზად არის დათანხმდეს ნავთობის ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა CNN-თან.
თუმცა მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე გერმანიის დამოკიდებულების შემცირებას დრო დასჭირდება.
„ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება, შეცდომა იყო ამ გზით დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ გვაქვს პროგრესი. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან დამოუკიდებლობას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ასე გავაგრძელებთ და საბოლოოდ, ჩვენ სრულიად დამოუკიდებელნი ვიქნებით რუსეთისგან“, – განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია რუსულ გაზისთვის თანხას რუბლში არ გადაიხდის.
„გერმანიის შანტაჟი არ შეიძლება. კონტრაქტები არის კონტრაქტები და ყველა ეს კონტრაქტი დაფუძნებულია იმაზე, რომ გადახდა უნდა მოხდეს დოლარში ან ევროში. ასე რომ, გერმანელმა კონტრაქტორებმა უნდა გადაიხადონ ევროში ან დოლარში. ასეთია კონტრაქტების შესახებ სიტუაცია და ეს არ შეიცვლება იმის გამო, პუტინს რუბლი სჭირდება ომისთვის“, – განაცხადა მან.
გასულ კვირას რუსეთმა შეუჩერა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.