გერმანია მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

პუბლიკა

გამოცემა Reuters-ის ცნობით, გერმანია მზადაა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

კონკრეტულად რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიაზეა საუბარი, მედიასთან კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია.