გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინი-20”-ის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 ჭურვს მოიცავს.
„ჩვენ კვლავ შევადგინეთ დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაა თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო,” – განაცხადა პისტორიუსმა.
დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ერთეული ჯავშანტექნიკა ქვეითებისთვის და 100 ერთეული სატრანსპორტო ტექნიკა.