გერმანია წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის იმპორტს მთლიანად შეწყვეტს - ბერბოკი

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანნალენა ბერბოკის თქმით, გერმანია ამცირებს რუსეთისგან ნავთობის იმპორტს და მიზნად ისახავს, რომ მთლიანად შეყწვიტოს. ამის შესახებ ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას ისაუბრა.

„ჩვენ გავანახევრებთ ნავთობის იმპორტს ზაფხულისთვის და ნულამდე დავიყვანთ წლის ბოლომდე. ნავთობს მიჰყვება გაზიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ დროისთვის, გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტის წილი 25%-ია, ხოლო გაზისა – 40%. რუსული ნავთობის იმპორტი უკვე აკრძალეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.