გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება გერმანიამ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.
”ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით Nord Stream 2-თან დაკავშირებით”, – თქვა შოლცმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ სერტიფიცირების პროცესის განახლება რუსეთის ქმედებებზეა იქნება დამოკიდებული.
Nord Stream 2 -ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ Nord Stream 2 არ ამუშავდება.