გერმანიამ საქართველოში აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პუბლიკა

გერმანიამ საქართველოში დემონსტრანტების დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას X-ზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თითქმის 3 თვეა, ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და ეწინააღმდეგება ქვეყნის ლიდერების კურსს. დღეს გერმანია აწესებს ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას საქართველოს ოფიციალურ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია დარბევებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა.