გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური იძიებს ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის საქმეს, რომლებიც რუსეთის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. მაღალჩინოსნები გერმანიის ენეგოპოლიტიკაზე იყვნენ პასუხისმგებელი – ინფორმაციას Die Zeit ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამინისტროს ორ თანამშრომელზე ეჭვის საფუძველი პრორუსული პოზიციების დაცვა გახდა და ასევე ისიც, რომ მაღალჩინოსნები ოლაფ შოლცის მთავრობას აკრიტიკებდნენ ენერგეტიკის პოლიტიკის გამო, კერძოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერების გამო. Die Zeit წერს, რომ ჯაშუშობის მტკიცებულებები ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის, თუმცა თვალსაჩინოა ეჭვმიტანილთა „ბიოგრაფიული ანომალიები და რუსეთთან ემოციური სიახლოვე“.