გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები კიდევ ერთხელ გაიფიცნენ; პროტესტს შეუერთდნენ აეროპორტების თანამშრომლებიც, რის გამოც, დილით Lufthansa-ს რეისები გაუქმდა.
ავიაკომპანიის ცნობით, გაფიცვების შედეგად დღის განმავლობაში 1 000-მდე ფრენის გაუქმება უწევთ, რაც 200 000-მდე მგზავრს ეხება.
ადგილობრივი მედიების ცნობით, 35-საათიანი გაფიცვა მძღოლებმა ორშაბათს დააანონსეს. მას შემდეგ, რაც ნოემბერში რკინიგზასა და თანამშრომლებს შორის სამუშაო პირობების შესახებ კონფლიქტი დაიწყო, ეს გერმანიაში მძღოლების მე-5 გაფიცვაა.
ხელფასის მომატების გარდა, მოთხოვნა ეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – პროტესტის მონაწილეები კვირის განმავლობაში სამუშაო საათების 38-დან 35-მდე შემცირებას მოითხოვენ.
წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლები აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ და იქნება გაფიცვებიც, თუმცა 48 საათით ადრე აღარ დააანონსებენ.