გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება - POLITICO

პუბლიკა

POLITICO სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. მედია წერს, რომ ახალი თარიღი წარმოადგენს კომპრომისს კანცლერ ოლაფ შოლცსა და კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერ ფრიდრიხ მერცს შორის.

მათივე განცხადებით, კანცლერი ოლაფ შოლცი ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრას შობის წინ გამართავს, რითაც თებერვლის ახალ არჩევნებს გზა გაეხსნება. თავდაპირველად, შოლცმა აღნიშნა, რომ ის კენჭისყრას 15 იანვარს გამართავდა, რის შემდეგაც, არჩევნების სავარაუდო თარიღად მარტი განისაზღვრებოდა, თუმცა დანარჩენი პარტიების ლიდერებმა ოლაფ შოლცს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, გერმანია ვერ გაუმკლავდება პოლიტიკური კრიზისის ხანგრძლივ პერიოდს.

მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობაში ბიუჯეტის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და ოთხშაბათს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან ლინდნერი დაითხოვა, გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა.

მინისტრის გათავისუფლებას თავისუფალი დემოკრატების პარტიის (FDP) კოალიციიდან  გასვლა მოჰყვა, რის გამოც შოლცის სოციალ-დემოკრატების პარტია მწვანეების ალიანსთან ერთად უმცირესობაში რჩება.