დღეს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ბლოკი გაიმარჯვებს და კანცლერი გახდება ფრიდრიხ მერცი.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი – ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.