გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტოტებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა - გერმანიის შსს

პუბლიკა

გერმანიაში 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, – ინფორმაციას გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle გერმანიის შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ. 2023 წლის იანვრიდან ივნისის პერიოდში გერმანიიდან საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).

ჯამში, გერმანიიდან წლის პირველ ექვს თვეში 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის მონაცემებთან შედარებით 27%-ით მეტია. გერმანიის შსს-ს ცნობით, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი – არასრულწლოვანი