გერმანიის ახალი მთავრობა „ოცნებას“ პოლიტიკური კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

გერმანიის ახალი მთავრობა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა საქართველოში გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე.

ამის შესახებ „ფორმულას“ მიერ გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილი კითხვის საპასუხო წერილშია ნათქვამი.

„გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.

შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია“, – უთხრა ფორმულას გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.