გერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე - საელჩო

პუბლიკა

„გერმანია ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას.

„ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.