გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.

ინფორმაციას ტვიტერზე ბუნდესტაგის პროტოკოლის ხელმძღვანელი ენრიკო ბრისა ავრცელებს.

„ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლს და გაიხსენებს ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიას და გამართავს პოლიტიკურ დიალოგებს,“ – წერს ენრიკო ბრისა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი მიიწვია. ზელენსკიმ ოლაფ შოლცს მოუწოდა, კიევში 9 მაისს ჩავიდეს და გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი.