გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება

პუბლიკა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსთან ახალი პროექტები და სასესხო შეთანხმება აღარ გაფორმდება.

„ამ ხელისუფლების პირობებში განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.

მინისტრი ცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი გადაწყვეტილებით სულ მცირე დროებით ბლოკავს მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს.

„ქართველების უმრავლესობას ევროკავშირი სურს. ყოველ დღე ხალხი თბილისსა და სხვა ქალაქებში ქუჩებში გამოდიან, რადგან მათ სურთ ევროპული, კოსმოპოლიტური საქართველო. ევროკავშირთან კავშირი ასევე ასახულია კონსტიტუციაში.

განვითარების სამინისტრო დღემდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. ამ საქართველოს მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მომავალში, თუ საერთოდ გაგრძელდება, როდესაც ის გააძლიერებს ქვეყნის ევროპულ კავშირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტრო გადახედავს თავის ყველა თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან.

საქართველოსთან არც ერთი ახალი განვითარების თანამშრომლობის პროექტი ან სასესხო ხელშეკრულება აღარ გაფორმდება. სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიიღოს შემდგომი ზომები ჩვენს ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, საქართველოსთან განვითარების ახალი თანამშრომლობის პროექტები არ შეთანხმებულა.

საქართველოსთან დღემდე თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას – გარდა ენერგომომარაგებისა, ასევე ქართული კომპანიებისთვის სპეციალისტების მომზადების, მდგრადი ურბანული განვითარებისა და წყალმომარაგებისა და განკარგვის მიმართულებით“, – არნიშნულია განცხადებაში.