გერმანიის ელჩი: ძალადობა და დაშინება, მათ შორის, გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ, მიუღებელია

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ძალადობასა და დაშინებას გმობს და რეაგირებისთვის ომბუდსმენსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თაგავს.

„ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ მიუღებელია. კანონის უზენაესობამ უნდა გაიმარჯვოს. დემოკრატიასთან არათავსებადია ძალადობა“ – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.