გერმანიის ელჩის თავდასხმას საქართველოს ისტორიაზე, წმინდანებზე, პასუხის გაცემა უნდა - სააკაშვილი

პუბლიკა

“გერმანიის ელჩის სრულიად უკბილო თავდასხმას საქართველს ისტორიაზე, პასუხის გაცემა უნდა არა მხოლოდ ოპოზიციისა და ხალხის მხრიდან, არამედ მთავრობის მხრიდანაც, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მისი თქმით, მით უმეტეს, როდესაც ყურმოკვრით იცი წმინდანების, ისტორიის, ლიტერატურის შესახებ, ასე ლაპარაკი არ შეიძლება.

“ვგულისხმობ სრულიად უკბილო და შეურაცხმყოფელ გამონათქვამს ქეთევან წამებულზე. ეს ჩემთვის არც დიდ გონებამახვილობაზე მეტყველებს და არც გონებრივ შესაძლებობაზე, მაგრამ პოლიტიკის დონეზე დასავლეთზე და შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე არ გვყავს, კი, ბატონო არ არის იდეალური მოკავშირე და დასავლეთს თავისივე პრინციპებზეც უთქვამს უარი, მაგრამ უკეთესი ვინ მოიგონა?” – ამბობს სააკაშვილი ფეისბუქ ლაივში.

შეგახსენებთ, გერმანის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას: “მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა”. – თქვა მან ტელეკომპანია „იმედთან” ინტერვიუში.