გერმანიის მთავარმა პარტიებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება პარტიებმა ეკონომიკური საფრთხეების ფონზე მიიღეს.
შეთანხმებას ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) პარტიის ლიდერები ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირთან (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) ერთად წარადგენენ ბერლინში, 9 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე.
შეთანხმების მიღწევაზე ზეწოლა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იმპორტის ტარიფების დაწესების შემდეგ გაიზარდა.
კოალიციური შეთანხმება უნდა დადასტურდეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა კენჭისყრით.