გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა საქართველოს 20.8 მლნ ევროთი დაეხმარება.
„გერმანიის მთავრობამ კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს 5.8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და 15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო, რომელიც მოხმარდება მოსახლეობის ღარიბი ფენის სოციალურ უზრუნველყოფას, “- ამბობენ საელჩოში.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ვაიგელმა.