გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი: საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებებს უქმნის EU-სკენ გზას

პუბლიკა

გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლიურმანი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს უქმნის. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას.

მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა, ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია”,  განაცხადა ლურმანმა.

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურში მიმდინარეობს.

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს საკითხიც განიხილება.

„ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ზოგიერთ წევრს თუ ენდომება ამის განხილვა, ჩვენ ასეც მოვიქცევით“, – აღნიშნა ბორელმა.