გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ბუჩაში ჩავიდა

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა. BBC-ის ცნობით, ანალენა ბერბოკი ბუჩაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი twitter-ზე წერს, რომ ბუჩას ტრაგედიის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ოჯახი. მისი თქმით, ისინი, ვინც ბუჩაში სიკვდილს გადაურჩნენ, ტკივილს ვერსად გაექცევიან, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამართლიანობის აღსადგენად.

მისი თქმით, გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რომ მან შეძლოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში ომის დანაშაულში ბრალდებული პირების ინდენტიფიცირება და დევნა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბუჩა წარმოუდგენელი დანაშაულების, წამების, გაუპატიურებისა და მკვლელობის სიმბოლოდ იქცა.