გერმანიის ყველაზე დიდ საფეხბურთო სტადიონს კორონავირუსის სამკურნალო ცენტრად გამოიყენებენ

პუბლიკა

გერმანიის ყველაზე დიდ საფეხბურთო არენას – „სიგნალ იდუნა პარკს“ („ვესტფალიენშტადიონს“) კორონავირუსის სამკურნალო ცენტრად გამოიყენებენ. ინფორმაციას ადასტურებს საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდის ბორუსია“, რომლის სათამაშო მოედანიც არის ვესტფალიენშტადიონი.

„4 აპრილიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა ფეხბურთიდან კორონავირუსისგან ინფიცირებულთა მკურნალობაზე გადაერთვება“, – წერს საფეხბურთო კლუბი.

„ბორუსიას“ მმართველები ჰანს-იოხიმ ვაცკე და კარსტენ კრამერი ამბობენ, რომ მოედანი ხალხის დასახმარებლად იდეალური ადგილია.

„ჩვენი სტადიონი ქალაქის ცენტრალური ადგილია, დორტმუნდსა და მის შემოგარენში ყველასთვის ცნობილი დანიშნულების წერტილი. მისი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და სივრცითი მოწყობა კი გვაძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილი დახმარება გავუწიოთ ხალხს, ვინც, სავარაუდოდ, კორონავირუსით არის ინფიცირებულია ან აქვთ ისეთი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ამ ვირუსს – სიცხე, რესპირატორული დაავადებები და სხვ.“, – ამბობენ კლუბის ხელმძღვანელები.

საფეხბურთო კლუბის განცხადებით, მათი მოვალეობა და სურვილია, გააკეთონ ყველაფერი ვირუსთან გასამკლავებლად. „სიგნალ იდუნა პარკი“, როგორც სტაციონარი ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის მეთვალყურეობით იმუშავებს.