„გეთანხმებით, რომ დასაჭერია“- გომელაური ბადრი ესებუაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ბადრი ესებუაზე დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ესებუას დასაკავებლად მუშაობენ და ოპერატიული სამუშაოების დეტალებზე პარლამენტში ვერ ისაუბრებს.

„მისი დაკავება ერთ დღეს აუცილებლად მოხდება. მაგალითად, 3 კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი. 12 წელი იყო ძებნილი. მუშაობდნენ თანამშრომლები და დავაკავეთ. მე ტრაბახი არ მიყვარს და რომ ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ იმ სიტყვაზე. ხვალ დავაკავებთ თუ ზეგ, თუ ერთ საათში, ამას არ ვიძახი. ვმუშაობთ მაქსიმალურად. ოპერატიულად რა დონეზე ვართ, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ.

გეთანხმებით, რომ დასაჭერია. ითხოვთ ამას და მართალიც არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი დაკავება. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ ეს ადამიანი იყოს დაკავებული, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გომელაურმა.