„გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია?“ „8 წელში გინდათ, აშენდეს ქვეყანა?!“ | ბოლქვაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის ახალარჩეულმა დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 8 წელი ქვეყნის ასაშენებლად საკმარისი არ არის.

ჟურნალისტის შეკითხვას სოციალურ ვითარებაზე ბოლქვაძემ უპასუხა, რომ სოციალური მდგომარეობა პარიზშიც არ არის კარგი.

„საფრანგეთში ვცხოვრობ მე და ვიცი, რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. სოციალური მდგომარეობა გგონიათ, პარიზში კარგია? სოციალურ დახმარებას რამდენი ადამიანი იღებს, სოციოლოგი არ ვარ და ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა. თუმცა გაჭირვებული ქვეყანა რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ, აშენდეს ქვეყანა?! ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?! ვინმე დაგესხათ თავს?!“ – განაცხადა ბოლქვაძემ.