გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაში 11 ლოკაცია დაბომბა, მათ შორის - ამერიკული საწარმოს ტერიტორია

პუბლიკა

21 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინას საჰაერო თავდასხმის 614 იარაღით შეუტია: საჰაერო თავდაცვამ მტრის 577 სამიზნე გაანეიტრალა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 20 აგვისტოს 18:40 საათიდან

დეტალები:  რუსეთმა

  • ისროლა 574 შაჰედის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის სიმულაციური დრონები კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, ორელის, შატალოვოს, პრიმორსკო-ახტარსკის (რუსეთის ფედერაცია) და გვარდეისკოეს (ყირიმის საჰაერო თავდაცვის ზონა) მიმართულებებიდან;
  • ისროლა 4 აერობალისტური რაკეტა Kh-47M2 „კინჟალი“ ლიპეცკისა და ვორონეჟის ოლქების საჰაერო სივრციდან – რუსეთის ფედერაცია;
  • 2 „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ვორონეჟის ოლქიდან – რუსეთის ფედერაცია;
  • 19 „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა სარატოვის ოლქის საჰაერო სივრციდან – რუსეთის ფედერაცია;
  • 14 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვიდან;
  • 1 დაუზუსტებელი ტიპის რაკეტა ყირიმიდან.

წინასწარი მონაცემებით, 09:00 საათისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს/ჩაახშეს 577 საჰაერო სამიზნე:

  • 546 ერთეული „შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორი;
  • 1 Kh-47M2 Kinzhal-ის ტიპის აერობალისტური რაკეტა;
  • 18 Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 12 Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

უკრაინული მედიის ცნობით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ზაკარპატიის ოლქში, მუკაჩევოში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორია დაბომბეს. დაშავდა 12 ადამიანი. ქალაქის ხელისუფლებამ ადგილობრივებს მოუწოდა, დახურონ ფანჯრები და არ გავიდნენ გარეთ აუცილებლობის გარეშე.

გაირკვა, რომ აღნიშნული ქარხანა ამერიკულია – Flex-Ukraine.

სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს, რომ ქარხანა „ელექტრონიკისა და დიზაინის კონტრაქტული წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია“.

მუკაჩევოში Flextronics-ის ქარხანა 2012 წელს აშენდა. მიმდინარე წლის მაისში, ზაკარპატიის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიროსლავ ბილეცკიმ განაცხადა, რომ იქ 2.6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

Mukachevo.net-ის თანახმად, ქარხანა ელექტრომოწყობილობების კომპონენტებს, ყავის მადუღარებს, პრინტერის კარტრიჯებს, ელექტრონულ ფასების ეტიკეტებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას განცხადებით, ამ ქარხანას არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან – ის სამოქალაქო პროდუქციას აწარმოებს.

„ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ საწარმოებზე უკრაინაში, კიევში Boeing-ის ოფისებზე დარტყმებისა და სხვა თავდასხმების შემდეგ. არ არსებობს სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, ეს არის ტერორი ადამიანების, ბიზნესისა და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ“. – დაწერა სიბიგამ X-ზე.

ასევე, რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა ლვოვში, ოლენა სტეპანივნას ქუჩაზე. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ორი.