„ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ” – მის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს კითხვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის შეფასებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე. მინდა, იცოდეთ, რომ რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, ჩვენი საელჩოს ორგანიზაციების, ევროპელი, ამერიკელების ორგანიზაციებით, ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ვუსწრებთ ევროკავშირის 14 ქვეყანას, ნატო-ს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას. ეს არის რეალობა და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.