მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა.