საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება – ხარისხს, თანასწორობასა და კარგ მმართველობას.
„საქართველოს მთავრობა გეგმავს, კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში,“ – აღნიშნა პრემიერმა.