„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედ პრემიერთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე „არ არის ვალდებული” მის დანიშნულ კადრებთან იმუშაოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
„არავითარი დაპირისპირება არ არსებობს – პრემიერმინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს, რას ნიშნავს ჩემი კადრები? ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ირაკლი კობახიძე არ არის, რა თქმა უნდა, ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდევაც, რომ რესპუბლიკურზე ასე უყურებს.
ამაზეც გამოჩნდა, რომ განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნორმალურია, ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე, ნორმალურია, მას რომ სხვა აზრი ჰქონდეს, ნორმალურია”, – განაცხადა მან.