პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კახა კუჭავას გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გადადგომაზე კახა კუჭავამ მიიღო. მან კუჭავასთან სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
„გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კახამ მიიღო. მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს გაწეული სამუშაოსთვის. მას აქვს თავისი გეგმა და ხედვა, იმედი მაქვს კიდევ ვითანამშრომლებთ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
24 დეკემებრს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, არ არის ეს ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე გუნდთან ერთად გვქონდა საუბარი, შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩემს გუნდთან ერთად“,- განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.