ღარიბაშვილი: მამაჩემს აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მის მამას, რომელიც პენსიონერია, ოფიციალურად აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მრავალმილიონიანი ქონება მამამისმა შექმნა სხვადასხვა საშუალებებით”, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ ან რა გზით.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს აქვს ლეგალური შემოსავლები და „აბსოლუტურად კანონიერი ბიზნესსაქმიანობა”.

„ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, კანონიერი ბიზნესსაქმიანობა. თუ დაინტერესდებით, მზად ვარ, მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ ნამდვილად დაინტერესდებით, საიდან აქვს მამაჩემს… მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, როემლიც მან შექმნა, იგივე.. არ ვიცი… მოკლედ, სხვადასხვა საშუალებებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, მე მზად ვარ. ეს არ არის დამალული ინფორმაცია, პირიქით, საჯარო ინფორმაციაა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მზად ვარ გავუზიარო ეს ინფორმაცია”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოს წინა დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2023 წლის 30 ოქტომბერს შეავსო და ასახავს 2022 წლის ქონებრივ მდგომარეობას, წერია, რომ ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. ხოლო უახლესი დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2023 წელს ეხება, მითითებულია, რომ მამამ ირაკლი ღარიბაშვილს აჩუქა 150 000 ლარი.

დეკლარაციების თანახმად, ღარიბაშვილს უკვე 3 წელია, მშობლები ფულს ჩუქნიან –  2021 წლის დოკუმენტის მიხედვითაც, მიხედვით, მას აჩუქეს 150 ათასი ლარი.