ღარიბაშვილი: რუსეთი აგრძელებს ჩვენი მიწების ოკუპაციას, თუმცა მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში გამართულ დისკუსიაზე ახსენა რუსეთი. თქვა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს მიწების ოკუპაციას.

„ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და  განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში არ ყოფილა.

ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.