საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ჯარი არის ძლიერი და პრეზიდენტის განცხადება მისთვის მიუღებელია.
„გუშინ გავეცანით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელი.
ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. ეს მინდა, ვუთხრა პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას საჭიროებს მისი განცხადება.
მაგრამ ჩემი მხრიდან, თავდაცვის მინისტრის მხრიდან მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. დიდება ჩვენს სამხედროებს. მე როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ქართველი სამხედროები ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ქართული ჯარი ქართული ენისა და კულტურის დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ახსენა. მისი თქმით, ჩვენ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“.