ღარიბაშვილი: რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დასმულ კითხვაზე, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებები განსხვავებულია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც. მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვას დასანგრევია თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო, ღარიბაშვილმა არ უპასუხა და მხოლოდ აღნიშნული შეფასებით შემოიფარგლა.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან შეხვედრები გამართა.

24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა და „უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე.