ღარიბაშვილი სააკაშვილზე - ყველა პატიმარს აქვს დისკომფორტი, რადგან თავისუფლება შეზღუდული აქვს

პუბლიკა

იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია.

„პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს… იქ  პატიმრებისთვის არის სრული კომფორტი შექმნილი ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია“, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.