ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს „ქართუსთან“ ურთიერთობა გაწყვეტილი იყო | უგულავა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ „ქართუსთან“ ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, „ქართუს“ მაშინდელი პრეზიდენტი იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან, მეტს არავის ხელისუფლების მხრიდან არავისთან „ქართუდან“ შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ, სრული ტყუილია, უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი“. – წერს უგულავა.

ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ ჩანაწერზე გააკეთა პირველი კომენტარი და განმარტა, თუ რატომ ახსენებს ბერა ჩანაწერებში მინისტრებს.

„მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან. მქონდა შეხვედრები, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან“. – თქვა ღარიბაშვილმა.