ღარიბაშვილი: წლევანდელი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზრდება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მთავრობა მიმართავს ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ. ასევე, თქვა, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს.

ღარიბაშვილი 2024 წლის იანვრიდან ხელფასების მატებას ჰპირდება საჯარო მოხელეებს, პოლიციასა და ჯარს.

„ჩვენი პოლიტიკის და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, წლევანდელი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზრდება… იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი, ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50-პროცენტიანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში, საჯარო მოხელეებს 30-პროცენტიანი ზრდა. ჩვენ დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ სხვა სოციალური მიმართულებ ან ჯანდაცვა, ასევე, გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში მაღალი დონის კლინიკებში, იქ უკვე დაწყებულია პროცესი. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს ასევე მივმართავთ, შსს-სა და განათლების მიმართულებით”. – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვერსია პარლამენტს 29 სექტემბრისთვის წარედგინება. მთავრობა ოქტომბერში განახლებული ვერსიის, ნოემბერში კი საბოლოო ვარიანტის წარმოდგენას გეგმავს.