ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს" ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს” სასამართლოში უჩივის. „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც  „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.

სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.

ადვოკატმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხ POSTV-ს უთხრა, რომ  ისინი „სასამართლოს წარუდგენენ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ”.

კონკრეტულ სიუჟეტზე ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი მოითხოვს, „ტვ პირველმა” აღიაროს, რომ ის „სიცრუე იყო”.

2024 წლის 6 აპრილს „ტვ პირველზე”, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ექსპრემიერის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს 2023 წელს არც ბიზნესი ჰქონდა და არც ქონება. თუმცა შემდეგ, როგორც „ტვ პირველის” სიუჟეტში ითქვა, გააფორმა 2 მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, მათ შორის ერთ-ერთი – ფრანგულ კომპანიასთან. ეს კონტრაქტები მას წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეტს მოუტანს.