ღარიბაშვილის რიტორიკა არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა - დეკანოიძე

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

დეკანოიძის განცხადებით, შარლ მიშელის მედიაციით გამართულმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან კონრეტულ შეთანხმებას და კონკრეტულ შედეგებს ხელისუფლებისგან – ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც დღეს ღარიბაშვილს ჰქონდა, არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც აზიანებს არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა.

ჩვენი პარტიის უპირველესი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა იქნან გათავისუფლებული და ვადამდელ არჩევნებზე დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პიკეტირების აქციებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძემ ხელისუფლებას შეახსენა, რომ პროტესტი საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.