ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში ისწავლის

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის – ინფორმაციას ღარიბაშვილის დედა, ნუნუკა თამაზაშვილი ავრცელებს.

ნიკოლოზ ღარიბაშვილი ფილადელფიაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში – პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის. აღნიშნული უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა მე-18 საუკუნის 40-იან წლებში. პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთი აკადემიური წლის ღირებულება  ჯამში 60 ათას დოლარს აჭარბებს.