„დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს პენიტენციური კოდექსი. ჩვენ ამ კოდექსს, რა თქმა, უნდა მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება. კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, ამ კოდექსის მომზადებისთვის. ასევე, სანამ უშუალოდ კოდექსზე გადავიდოდა, ღარიბაშვილმა ისაუბრა იმაზე, რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე.
მისი თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.
„დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით. გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ქალბატონი თეას დროს, მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ.
აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად, ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე. მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.