„ღარიბაშვილს მონა მიაძახა“ - ცოტნე კობერიძე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

„ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბათუმში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს.

მისი თქმით, ცოტნე კობერიძე ბათუმში შემთხვევით შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და მას მონა მიაძახა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო,  სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი მოითხოვს კობერიძისგან მანქანაში ჩაჯდომას. კობერიძე განმარტებას ითხოვს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით სვამენ „ჰონდას“ მარკის მანქანაში. მას ეუბნებიან, რომ აკავებენ ადმინისტრაციული წესით, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით, არ აკონკრეტებენ.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ facebook-გვერდზე წერს, რომ კობერიძის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის არ იციან.

 

ინფორმაციის დასადასტურებლად „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას არკვევენ.

მასალა განახლდება.