გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ჰამასის მიერ დატყვევებულების გათავისუფლებას შეეხებოდა.
რეზოლუციის პროექტს მხარი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
საბჭოს მუდმივი წევრის უარყოფის გამო რეზოლუციის პროექტი ვერ მიიღეს.