„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ მშრომელებისთვის ახალი საინფორმაციო გვერდი – „იცოდე შენი უფლებები“ შექმნა. პლატფორმის ცნობით, ახალი გვერდი შრომით უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
შრომით უფლებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს პლატფორმის ახალ გვერდზე მიიღებთ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ პლატფორმას მისწერონ ან ასე მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან:
სოლიდარობის ქსელი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
პროფკავშირების ახალი გაერთიანება;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
ღია საზოგადოების ფონდი;
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
Human Rights Watch;
ერთობა 2013;