ღონისძიებაში ჩართული იყო 400 მეხანძრე-მაშველი - აჭარის სამმართველოს უფროსი

პუბლიკა

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ჯუმბერ ბათაძის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო, დაახლოებით, 400 მეხანძრე მაშველი როგორც აჭარის, ასევე სხვადასხვა რეგიონის დანაყოფებიდან.

მისი თქმით, წინასწარ შეისწავლეს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სავარაუდო ადგილმდებარეობა და წერტილოვანი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ბათაძის თქმით, მაშველებმა კონტაქტის დამყარება მხოლოდ 1 მოქალაქესთან შეძლეს.

მან მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს მაქსიმალური შრომისთვის.

მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებში 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 2 ადამიანი კი ცოცხალდ ამოიყვანეს, რომელთაგან 1 საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტრაგედიას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორპუსში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება მუშაობა ამ ეტაპზე შეაჩერეს, სანამ სფეროს სპეციალისტები რისკებს შეაფასებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.