აშშ-ის სახელმწიფო დეპარტანტის პრესსპიკერმა პრესკონფერენცია საქართველოს თემით დაიწყო. ნედ ფრაისის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერების დაკავებით.
პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პარტიებს თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ასევე, მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედონ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პარტიებს თავშეკავებისკენ, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისა და რიტორიკისგან რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედონ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გაამყარონ თავიანთი მისწრაფებები დემოკრატიული პრინციპებისადმი, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი იმის გარანტიით, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ ფრაისმა პრესკონფერენციაზე.